გერმანიაში მცხოვრები უამრავი გამოცდილი ქართველი ცდილობს ახალბედებისათვის თავისი გამოცდილების გაზიარებას და მათთვის სწორი გზის ჩვენებას სიციალური ქსელების გამოყენებით. მაგრამ სიციალური ქსელების ფორმატი არ იძლევა საშუალებას შენახული და სორტირებული ინქნას მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაცია, უმნიშვნელოვანესი „პოსტები“ იკარგება უამრავ არცთუ ისე მნიშვნელოვან ან საერთოდ უმნიშვნელო „პოსტებს“ შორის, რის გამოც „გამოცდილებს“ თავიდან უწევთ ყველა “ ახალბედასათვის“ თითოეული დეტალის ახსნა და განმარტება, რაც ხშირ შემთხვევაში მათ გაღიზიანებას და მოტივაციის დაკარგვას იწვევს.

qartveli.de წარმოადგენს არაკომერციულ პროექტს რომლის მიზანიცაა გერმანიაში მცხოვრები (ან გამგზავრების მსურველი) ადამიანებისთვის აუცილებელი ინფორმაციის შეკრება და ხელმისაწვდომობა. სოციალური ქსელებისაგან განსხვავებით ბლოგის ფორმატი საშუალებას იძლევა შენახული და დალაგებული იქნას უდიდესი ინფორმაცია რომელიც თითოეულ ჩვენგან გამოადგება. დაგეგმილია სხვადასხვა წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციების საფუძველზე დაიწეროს შემაჯამებელი სტატიები აქტუალურ თემებზე, რომლებიც თემატურ განყოფილებებში განთავსდება და ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება.

ბლოგის ადმინისტრაციის გარდა თითოეულ მოხალისეს ექნება საშუალება მისთვის ნაცნობ თემაზე დაწეროს სტატიები, რომლებიც მისი სახელით გამოქვეყნდება (სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ანონიმურად ან ფსევდონიმით გამოქვეყნება). მოხალისეებს სტატიების გამოგზავნა შეუძლიათ ჩვენს საკონტაქტო იმეილზე: იხ. საკონტაქტო ინფორმაცია.
საწყის ეტაპზე იგეგმება შემდეგი თემების განხილვა:

გერმანიის ვიზა.
მოგზაურობა
აუ-პაირ პროგრამა
ენის კურსები
უმაღლესი განათლება
სოციალური სამუშაო
პოლიტიკური თავშესაფარი
მუშაობა
საცხოვრებელი
მისამართები
რეცეპტები
თავისუფალი განყოფილება

დროთა განმავლობაში მოხდება თემების და სტატიების ეტაპობრივი დამატება. მსურველებს შეუძლიათ მოგვწერონ თუ რა თემის ან რა კონკრეტული საკიტხის განხილვა იქნებოდა მათთვის საინტერესო.
დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის.